пятница, 20 декабря 2013 г.

მეშვიდე დღე

  გავეცანით მეშვიდე მოდულს–როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს, როგორ შევქმნათ ფასილიტაციის რესურსები,  როგორ დავგეგმოთ და განვახორციელოთ წარმატებული პროექტი,გადავხედეთ ჩვენ მიერ შექმნილ პორტფოლიოს და პორტფოლიოს ჩეკლისტის მიხედვით შევაფასეთ. მომდევნო ტრენინგისთვის დასრულებული უნდა იყოს თითოეული ჩვენგანის ნამუშევალი და უნდა მოვემზადოთ საპრეზენტაციოდ.

суббота, 7 декабря 2013 г.

მეექვსე დღე

   მექვსე დღეც , როგორც ყველა, საინტერესო აღმოჩნდა. ვისწავლეთ, როგორ ავთვირთოთ ბლოგზე ბუკლეტი, პრეზენტაცია ან სხვა ნებისმიერი ფაილი.თანდათან ვავსებთ პროექტის გეგმას. განვიხილეთ ერთმანეთის ნამუშევრები. შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო და ვცდილობთ, შევქმნათ შეფასების რუბრიკები ჩვენი პროექტისათვის.
ბუკლეტის სანახავად გადადით ბმულზე


среда, 4 декабря 2013 г.

მეხუთე დღე

      მეხუთე დღე ჩვეულებისამებრ საინტერესო და ინფორმაციულად დატვირთული აღმოჩნდა. განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა ფორმები, შეფასების სქემები და ჩეკლისტები.შევიმუშავეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა ჩვენი პროექტისათვის.შევაჯამეთ მეორე მოდული. თანდათან ვავსებთ პროექტის გეგმას. ტრენინგი საკმაოდ საინტერესოს და , ვფიქრობ, დაგვეხმარება მომავალი მუშაობისათვის.

მეოთხე დღე

    ტრენინგის მეოთხე დღე ძალიან საინტერესოდ წარიმართა. განვიხილეთ ჩვენ მიერ შექმნილი ბუკლეტები. გავეცანით მეორე მოდულს. განვსაზღვრეთ სტანდარტები და ინდიკატორები. შევიმუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. შევარჩიეთ მაღალი დონის სააზროვნო უნარები, რომლებსაც ჩვენ მიერ დაგეგმილი პროექტის საშუალებით მივაღწევთ. ტრენერმა მოგვცა შესაბამისი რჩევები და მითითებები.