пятница, 29 ноября 2013 г.

მესამე დღე

  მესამე დღეს განვიხილეთ ჩვენ მიერ წარმოდგენილი პროექტების გეგმა, გავანალიზეთ ერთმანეთის იდეები და ეტაპობრივად ვცდილობთ, მივიდეთ მიზნამდე. მივიღეთ დავალება: შევქმნათ პროექტისთვის სარეკლამო ბუკლეტი.

суббота, 23 ноября 2013 г.

მეორე დღე

     ტრენინგის მეორე დღე გაცილებით საინტერესო და ინფორმაციულად დატვირთული იყო. ვისწავლეთ ბლოგის შექმნა, რომელიც ბევრად ადვილი აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. გავწევრიანდით ტრენერის მიერ შექმნილ ჯგფუში, რომელიც, ვფიქრობ, დაგვეხმარება აზრის ურთიერთგაზიარებასა და პრობლემების დაძლევაში.განვიხილეთ ინტელის პროგრამაში წარმოდგენილი სანიმუშო პროექტები, რამაც დიდი დახმარება გამიწია და მომცა გარკვეული მიმართულება პროქტის დაგეგმვასა და შედგენისთვის. მივიღეთ საშინაო დავალება. მოვიფიქროთ იდეა და უკვე შევუდგეთ მუშაობას.

пятница, 22 ноября 2013 г.

პირველი დღე

    ტრენინგის  პირველი  დღე  საინტერესოდ  დაიწყო.    გავეცანით  დღის  სამუშაო  გეგმას.  ბევრი რამ იყო ახალი და საინტერესო.  გავეცანით  პროექტით  სწავლების  თავისებურებას,  პიველი მოდულის  საკვანძო  საკითხებს. შევქმენით  პორტფოლიო.  განვიხილეთ 21-ე საუკუნის უნარჩვევები. გავეცანით პროექტის გეგმის შაბლონს, პორტფოლიოს ჩეკლისტს,პორტფოლიოს რუბრიკებს და აღნიშნული მასალა შევინახეთ ჩვენი პორტფოლიოს დამხმარე რესურსებში